logo
ENG



ეზუგბაია: მატება რომ იყოს კონტროლირებადი, უნდა დავრჩეთ სახლში

16 აპრ 202019:49
3 წუთის საკითხავი
 

"ვისაც შეგვიძლია აკრძალვებს არ შევუშინდეთ და არ დავარღვიოთ აკრძალვის ღონისძიებები, რაც მოგვეთხოვება, რათა არ იყოს მატება. იყოს ისევ ზომიერი და კონტროლირებადი, რაც დაგვაძლევინებს ამ პრობლემას რყევებისა და რისკების გარეშე. უნდა შევეცადოთ რომ ეს პრობლემა გადავაგოროთ ისე, რომ დავრჩეთ სახლში და შევინარჩუნოთ ზომიერი მატება",-ეს განცხადება ინფექციონისტმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებს ცოტა ხნის წინ განუცხადა. 

მისი თქმით, სახლში დარჩენა დღეს ერთადერთი გამოსავალია. რაც შეეხება პაციენტების რაოდენობასა და მდგომარეობას, ინფექციურიდან გაეწერა პაციენტი, რომლის მდგომარეობას საკმაოდ კრიტიკული იყო.

"დადასტურებულია 340 პაციენტი. ჩვენს კლინიკას კიდევ ორი გამოჯანმრთელებული პაციენტი შეემატა და ახლა 76-ია ასეთი. აღსანიშნავია, რომ დღეს გაწერილი პაციენტი გახლდათ ერთ-ერთი ყველაზე რთული მდგომარეობის. ჩვენს კლინიკას ასევე შეემატა 3 დაინფიცირებული პაციენტი. ერთი მარნეულის წყაროა, ხოლო ორზე კვლევა მიმდინარეობს",-აღნიშნავს მარინა ეზუგბაია.

შეგახსენებთ, დღეს კორონავირუსით დაიფინიცირებულია 340 ადამიანი. ქედან 76 გამოჯანმრთელებულია, ხოლო აგრდაცვლილია 3 ადამიანი. 


close დახურვა