logo
ENG



ეზუგბაია: მნიშვნელობა არ აქვს, 19 შემთხვევა იქნება თუ 1, მთავარია, რეგულაციები შესრულდეს

24 ივლ 202011:33
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგაბაიას განცხადებით, მოქალაქეებმა დაწესებული რეგულაციები უნდა გაითვალისწინონ, რადგან პანდემია არ დასრულებულა. ეზუგბაიას თქმით, მოქალაქეებმა თავყრილობებისგან თავი უნდა შეიკავონ. 

"კოვიდი არ წასულა ქვეყნიდან. რჩება ქვეყანაში. არ აქვს მნიშვნელობა 19 იქნება ახალი დადასტურებული შემთხვევა, თუ 1. მნიშვნელობა აქვს იმას, რომ რეგულაციები, რომელიც არის უნდა შესრულდეს. ეს არის ჩვენი თავდაცვა. ეს ნიშნავს იმას, რომ სადაც დისტანცირება შეიძლება, დისტანცირება უნდა წარმოებდეს, სადაც დისტანცირება არ შეიძლება, აუცილებლად უნდა გვეკეთოს პირბადე. აუცილებელია ხელის და პირადი ჰიგიენის დაცვა. თავი უნდა შევიკავოთ თავყრილობებისგან. ეს რეგულაციები შექმნილია იმისთვის, რომ დავიცვათ საკუთარი თავი", - აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ


close დახურვა