logo
ENG



ეზუგბაია: მძიმე პაციენტად კვლავ რჩება ასაკოვანი ქალი, დასტურდება სეფსისის დიაგნოზიც

25 მარ 202010:35
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის თქმით, კლინიკაში ამ ეტაპზე ჯამში დაინფიცირებულებიდან 31 პაციენტი იმყოფება სხვა კოვიდის მიმღებ დაწესებულებებში. მისი თქმით ყველაზე მძიმე პაციენტი კვლავ ასაკოვანი ქალია.

"მას აქვს ნევროლოგიური და გულ-სისხლძარღვთა დაავადება. დაავადება პროგრესირებს ორმხრივ დიაგნზთან ერთად და ასევე დასტურდება სეფსისის დიაგნოზიც. შედეგები და პროგნოზის თქმა შეუძლებელია, გადავხედავთ დინამიკას",-აღნიშნა ეზუგბაიამ. 

რაც შეეხება სამ ახალ შემთხვევას, მისივე განმარტებით, აქედან ორი იმყოფება ინფექციურ კლინიკაში. 

"სამი ახალი შემთხვევა შემოემატა გუშინ, დღის მეორე ნახევარში. აქედან ორი პაციენტი ჩვენს დაწესებულებაში იმყოფება. ჩვენს ცენტრში როგორც ყოველთვის ჩატარდა ორ ეტაპიან 21 ტესტი და აქედან სამთან მივიღეთ დადებითი პასუხი. აქედან არც ერთი არაა სამხედრო",-განაცხადა ეზუგბაიამ. 

მარინა ეზუგბაია დაავადების გავრცელების კრიტერიუმად კვლავ მოგზაურობა და უცხოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებთან კონტაქტს ასახელებს.

შეგახსენებთ, რომ ამ დროისთვის გამოჯანმრთელებულია 10 პაციენტი, ხოლო ინფიცირებულია 73 მოქალაქე. 


close დახურვა