logo
ENG



ეზუგბაია: ტენდენციაა მატებისკენ, მაგრამ არა კატასტროფული, ვერ გეტყვით, როდის იქნება პიკი

06 მაი 202111:57
3 წუთის საკითხავი
clock 559
ეზუგბაია: ტენდენციაა მატებისკენ, მაგრამ არა კატასტროფული, ვერ გეტყვით, როდის იქნება პიკი

შემიძლია გითხრათ, რომ მატება შეინიშნება, პიკი როდის იქნება, ზუსტად მე ვერ გეტყვით, მაგრამ იმედი მაქვს, რომ მოქალაქეები პასუხისმგებლობით მოეკიდებიან და გარკვეულწილად დაიცავენ იმ რეკომენდაციებს, რაც აუცილებელია, რომ ეს პიკი სწრაფად დავწიოთ და არ გვქონდეს ისეთი მაღალი, როგორსაც ველოდებით წესით. ანუ ისევ ვლაპარაკობთ შეზღუდვებთან დაკავშირებით წესების დაცვას და რეკომენდაციების სრულად შესრულებას: პირბადე, დისტანცირება და ჰიგიენა.

არის ტენდენცია მატებისკენ, მაგრამ კატასტროფული მაჩვენებლები არ არის. იმისთვის, რომ არ ვილაპარაკოთ პიკზე, ძალიან დიდი რაოდენობის მატებაზე, ტესტირებასთან ერთად გამოვლენის მატებაზე, ამისთვის აუცილებელია, მუდმივად ვიმეორებთ, წესების დაცვა.


close დახურვა