logo
ENG



ეზუგბაია:ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, რომლის დაავადებაც პროგრესირებს

08 ივნ 202010:37
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად, კოვიდმიმღებ ცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, უშუალოდ ინფექციურ საავადმყოფოში 47 პაციენტი იმყოფება, აქედან ერთის მდგომარეობა მძიმეა.

„ამ ორი დღის განმავლობაში ახალი შემთხვევები ყოველდღე იყო ერთ-ერთი ანუ, გუშინაც ერთი და დღესაც ერთი. ჯამში 810 დადასტურებული შემთხვევაა. გუშინ 11 გამოჯანმრთელებული იყო, დღეს 9 და ჯამში 20 გამოჯანმრთელებული გყვავს. სულ არის 683 გამოჯანმრთელებული. ამ მონაცემების გათვალისწინებით, დღეისთვის კოვიდ ცენტრებში 114 პაციენტი მკურნალობს. დადასტურებული შემთხვევები საკარანტინო სივრციდანაა.

"ჩვენ ცენტრში 47 პაციენტი მკურნალობს ამ ეტაპზე. გამოჯანმრთელებული გყვავს 6 პაციენტი - დღეს მოწოდებული 9 ციფრიდან 6 ჩვენია. გამოჯანმრთელების მონიტორინგი გრძელდება. 1 პაციენტი გყვავს მძიმე, რომლის დაავადებაც შემოსვლიდან პროგრესირებს და ამ ეტაპზე, განიხილება, როგორც მძიმე პაციენტი. იმედია, დაემორჩილება მკურნალობას. დანარჩენი პაციენტების მდგომარეობა საშუალო და მსუბუქია“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

 


close დახურვა