logo
ENG



ეზუგბაია:თუ სიტუაცია მოითხოვს, ალბათ რეგულაციები გამკაცრდება

12 ივნ 202010:58
3 წუთის საკითხავი
 
guo6kpszg12qik2.jpeg

"ექსპერტები არსებობენ. დასხდებიან და განხილავენ სიტუაციას. თუ ისინი ჩათვლიან, რომ სიტუაცია მოითხოვს კვლავ რეგულაციების გამკაცრებას, ალბათ გამკაცრდება",-ასე უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას იმის შესახებ, თუ რამდენად ხედავს იგი რეგულაციების დაბრუნების საჭიროებას.

მარინა ეზუგბაია იმედოვნებს, რომ სიტუაცია კვლავ სტაბილური იქნება და აღნიშნულის საჭიროება არ დადგება. მისივე თქმით, პირველ რიგში, აუცილებელია მოქალაქეებმა თვითშეზღუდვები არ დაივიწყონ.

"მე შემიძლია ვიმედოვნო მარტო და სურვილი მაქვს მოხდეს მიღებული სტაბილიზაციის შენარჩუნება. ამისთვის აუცილებელია თითოეული მოქალაქის მაღალი პასუხისმგებლობა. მიუხედავად რეგულაციების შემცირებისა, ჩვენი თვითშეზღუდვები არ უნდა შევასუსტოთ. ყოველმა ჩვეგნამა უნდა დაიწესოს თვითშეზღუდვა და სულ ვამბობ, რომ უსაგნო თავშეყრა, აუცილებელი საქმის გარდა, არ უნდა მოხდეს. ან თუ ეს მოხდა, უნდა იყოს დაცული შესაბამისი რეგულაცია. რეგულაცია ნიშნავს იმას, რომ 10-ზე მეტი კაცის შეკრებისას უნდა მოხდეს პირბადეების ტარება. ამიტომ როცა რეგულაციაზე ვსაუბრობთ, ჩვენ უნდა ვიყოთ ამის მაგალითები",-აღნიშნა მარინა ეზუგბაიამ. 


close დახურვა