logo
ENG



ეზუგბაია:სამი ახალი შემთხვევიდან ორი იმპორტირებულია, ერთის წყარო უცნობია

23 ივნ 202010:59
3 წუთის საკითხავი
 
lsupp8aaznmc5ki.jpg

ინფექციური სავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ამჟამად საქართველოს კოვიდ ცენტრებში 129 პაციენტი მკურნალობს.

ეზუგბაიას თქმით, ინფექციურ საავადმყოფოს ორი ახალი ინფიცირეული პაციენტი დაემატა - ორივე იმპორტირებული შემთხვევაა.

„გუშინდელი მონაცემებით 908 დადასტურებული შემთხვევა იყო, დაგვემატა 3 ახალი შემთხვევა და ამჟამად არის 911 დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელებულები 7-ით გაიზარდა და გახდა 768. დილის მონაცემებით, 129 პაციენტი მკურნალობს კოვიდ ცენტრებში.

სამი ახალი შემთხვევიდან ორი საკარანტინე სივრციდანაა, შემოტანილი შემთხვევებია. ერთის ჩაღრმავებული ეპიდკვლევა გრძლედება წყაროს მოძიების თვალსაზრისით. 

ჩვენს ცენრტში გყვავს 24 დადასტურებული შემთხვევაა. აქედან 2 ახალი პაციენტია, ორი გაეწერა და შესაბამისად, როგორც გუშინ იყო გვაქვს 24 დადასტურებული შემთხვევა. 2 ახალი შემთხვევიდან არც ერთი არაა მძიმეა. ერთი მსუბუქი სიმძიმის პნევმონიითაა, მეორე პნევმონიის გარეშე. კლინიკაში 24 პაციენტიდან საშუალო სიმძიმის ან საშუალოზე მსუბუქია. ჩვენთან შემოყვანილი ორი ახალი შემთხვევა ორივე იმპორტირებულია. ორი სტუდენტი სომხეთში სწავლობდნენ, ისინი დაბრუნდნენ კარანტინში ბრძანდებოდნენ და კვლევის შემდეგ გადმოყვანილ იქნენ ჩვენთან“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

საქართველოში ვირუსით ჯამში 911 პირი დაინფიცირდა. გამოჯანმრთელებულ პაციენტთა რაოდენობა ამ ეტაპზე 768-ია, ხოლო გარდაცვლილია 14 ინფიცირებული.


close დახურვა