logo
ENG



ეზუგბაია კორონავირუსზე: რისკ-ფაქტორებია ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები, ასაკი

01 მაი 202010:38
3 წუთის საკითხავი
 
291deeq4gu5eiib.png

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას კოვიდ 19-ის ინფიცირებულების რისკ-ფაქტორები კიდევ ერთხელ დაასახელა.

ეზუგბაიამ კვებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ზოგადად, დაავდებული ადამიანი მსუბუქად უნდა იკვებოს.

„კორონავირუსთან დაკავშირებით რისკ-ფაქტორებია ჭარბი წონა, ქრონიკული დაავადებები, ასაკი. რისკ-ფაქტორები რაც იყო, ის რჩება, დანარჩენი ვნახოთ. დაავადებული ადამიანის კვება უნდა იყოს მსუბუქი“, - განაცხადა ეზუგბაიამ. 

შეგახსენებთ, კორონავირუსით საქართველოში დაინფიცირდა 566 პირი. ვირუსისგან  184 პაციენტი გამოჯანმრთელდა. რაც შეეხება გარდაცვლილებს, ვირუსს უკვე 6  ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

კორონავირუსი საქართველოში პირველად 26 თებერვალს დაფიქსირდა. 

close დახურვა