logo
ENG



ეზუგბაია კორონავირუსით დაავადებულ ხანდაზმულზე: მოსალოდნელია მდგომარეობის გართულება

19 მარ 202019:26
3 წუთის საკითხავი
 

ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა მარინა ეზუგბაიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ დღეს ინფიცირებული ხანდაზმული პირის მდგომარეობა მძიმეა. 

ეზუგბაიას თქმით, პაციენტს ასაკთან ერთად ნერვოლოგიური დაავადებაც აქვს და შესაძლოა, შემთხვევა ფატალურად დასრულდეს.

„ქალბატონის ასაკს არ ვასახელებ, არის 80 წელს ზევით. მას აქვს ძალიან მძიმე ნერვოლოგიური დაავადება. მოსალოდნელია დაავადების გართულებაც და შესაძლებელია რთული პროგნოზული განვითრებაც.

დანარჩენი ორი რთული პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია. თუმცა, შესაძლებელია ორივე მათგან შეიძლება გამოსავალი იყოს პროგნოზულად რთული, მაგრამ ვფიქრობ ასე არ მოხდება.

დღის განმავლობაში 24 საათის განმავლობაში 25-მა პაციენტმა მოგვაკითხა. 10 პაციენტის უარყოფითია, ახლა 15 პაციენტის მდგომარეობას ველოდებით. არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია. ველოდებით დაავადების ხანგრძლივობის გასვლას, რაც შეიძლება 4-დან 20 დღემდე გაგრძელდეს. თუ შესაძლებელი იქნება მოხდება მათი ტესტირება 15-16 დღის შემდეგ“, - განაცხადა ეზუგბაიამ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში დღეს კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა კორონავირუსით.

ჯამში, საქართველოში, კორონავირუსი 40 პირს დაუდასტურდა. აქედან, 1 მათგანი გამოჯანმრთელდა და გაწერეს კლინიკიდან.

კორონავირუსის პირველი დადასტურებული ქვეყანაში 26 თებერვალს დადასტურდა.

ჯანმომ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.


close დახურვა