logo
ENG



ეთიკის ქარტია: ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას

25 თებ 202113:58
3 წუთის საკითხავი
 
ეთიკის ქარტია: ხელისუფლება აგრესიული რიტორიკით ახალისებს ჟურნალისტებზე თავდასხმას

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია  ფორმულას ტელეწამყვან ვახო სანაიაზე თავდასხმას აფასებს - ორგანიზაციაში ამბობენ, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების აგრესიული რიტორიკა უარყოფით გავლენას ახდენს ჟურნალისტების უსაფრთხოებაზე.

„ქარტია მოუწოდებს ხელისუფლებას, დაიცვას ჟურნალისტთა უსაფრთხოება.

ჟურნალისტური ეთიკის ქარტია არაერთხელ აცხადებდა, რომ მედიის მიმართ ხელისუფლების წარმომადგენლების აგრესიული რიტორიკა უარყოფითად აისახებოდა ჟურნალისტთა უსაფრთხოებაზე.

ქარტია მოუწოდებს ხელისუფლების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ საუბარი აზრის, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შემზღუდავ ნორმებზე, მხარი დაუჭირონ მედიის თავისუფლებას და საკუთარი აგრესიული დამოკიდებულებით არ წაახალისონ მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა", - ვკითხულობთ განცხადებაში.

ფორმულას ტელეწამყვანს, ვახო სანაიასა და მის ოჯახს თბილისში, წყნეთის ქუჩაზე თავს დაესხნენ. მომხდარს შეესწრო ტელეწამყვანის მცირეწლოვანი შვილი. შსს-ს განცხადებით, ჯგუფურად ძალადობის ბრალდებით 3 პირი უკვე დააკავეს.

ვახო სანაია მის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტს იხსენებს და ამბობს, რომ რომ მას თავს დაესხნენ, როგორც მედიის წარმომადგენელს. სანაია ყვება, რომ თავდამსხმელები ნასვამები და აგრესიულები იყვნენ.


close დახურვა