პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია, 11 დეკემბერს, საზოგადოებას პარლამენტთან შეკრებისკენ მოუწოდებს. როგორც ბესელიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, მოსამართლეების უვადოდ არჩევაზეა დამოკიდებული, თუ როგორი იქნება ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში.
„ყველას, ვისთვისაც ღირებულია როგორი იქნება ხვალინდელი დღე, მინდა მოგიწოდოთ, 11 დეკემბერს, დილის ათის ნახევარზე, მოხვიდეთ საქართველოს პარლამენტთან. იქ და იმ დროს, სადაც უნდა გადაწყდეს, ქვეყნის ბოლო ინსტანციის მოსამართლეების არჩევის საკითხი. ეს განსაზღვრავს როგორი იქნება ჩვენი ქვეყნის მომავალი ბევრი წლის განმავლობაში. საქართველოს პარლამენტი, რომელიც თქვენი, ხალხის ორგანოა, მიიღებს გადაწყვეტილებას თვენი სახელით“, - განაცხადა ბესელიამ.