logo
ENG



ეკა ბესელია: თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება ეს არის გვრიტიშვილი

25 ოქტ 201917:30
3 წუთის საკითხავი
 
iigj0r4e69is68d.png

დარჩება თუ არა ანა დოლიძე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში. საბჭოს წევრები დოლიძის გაწვევას პრეზიდენტს სთხოვენ. აღნიშნული წინადადება მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა დააყენა და მიზეზად ანა დოლიძის პოლიტიკური საქმიანობა დაასახელა.

ოპოზიციაში, ამბობენ, რომ ეს არის კიდევ ერთი ნათელი მაგალითი თუ როგორ ცდილობს მმართველი გუნდი გააჩუმოს ყველა, ვინც მათ წინააღმდეგ აკეთებს კრიტიკულ განცხადებებს.  

„ზეპირი მიმართვა არაფერს არ ნიშნავს, რაც არ უნდა მიმართონ ზეპირად და იძახონ ჰალვა, ჰალვაო პირში სიტკბოს ვერ იგრძნობ. ამიტომ უნდა შეჭამო ჰალვა. აი ასე არის, სასწრაფოდ უნდა დაწერონ ამათმა ოფიციალური განცხადება და უნდა დაიწყონ პროცედურა თორემ პრეზიდენტის იმპიჩმენტი მზადდება და შესაძლებელია სანამ ეს განცხადება მივა პრეზიდენტის სასახლემდე პრეზიდენტი არ დახვდეთ იქ. ამიტომ ეს გენიალური იდეა თუ უნდათ, რომ მოიყვანონ სრულყოფაში უნდა იჩქარონ,“ - აცხადებს „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გოცირიძე.

საკითხს „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელიაც ეხმაურება.

"მე პირიქით მივმართავდი იმ კონფერენციას, რომელმაც გვრიტიშვილი დაასახელა იუსტიციის საბჭოს წევრად, თუ ვინმეს უნდა შეუწყდეს საბჭოში უფლებამოსილება ეს არის გვრიტიშვილი. თუ ვინმეს არ უნდა ჰქონდეს უვადო მოსამართლედ ყოფნის სტატუსი გვრიტიშვილი, მეთოფიშვილი და მსგავსი მოსამართლეები. მათი უფლებამოსილების საკითხია მართლაც ძალიან დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ, ასევე სახიფათო მოქალაქეებისთვის, რომლებიც მათ ხელში ხვდებიან და ძალიან სამწუხაროა რომ სასამართლო ხელისუფლება და სასამართლო კორპუსი თუ დღემდე ვერ იაზრებს რამდენად დიდი ზიანი მოაქვთ გვრიტიშვილის და მსგავსი ტიპის ადამიანებს მათი სანდოობისა და იმიჯისთვის,“ - განაცხადა ეკა ბესელიამ.

ხმაურიანი განცხადებები ანა დოლიძისთვის უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით იუსტიციის უმაღლეს საბჭოში დღეს გაკეთდა. მოსამართლე წევრებმა არგუმენტად დაასახელეს ის, რომ ანა დოლიძე უკვე ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში რაც კანონდარღვევაა.


close დახურვა