logo
ENG



ეკა ბესელია: იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს

12 დეკ 201911:52
3 წუთის საკითხავი
 
x0aabmrw34nczj8.jpg

„იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს,“ - ამის შესახებ განცხადებას იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი ეკა ბესელია აკეთებს. მისი განცხადებით, ის სესიაზე გასამართ კენჭისყრაში მიიღებს მონაწილეობას და ბოლო შანსს გამოიყენებს.

„კიდევ აქვს შანსი კენჭისყრამდე, რომ უკან წაიღოს ეს საშინელი განზრახვა, რომელიც ქვეყნისთვის საზიანოა. ბოლო კენჭისყრა იქნება სესიაზე. მე ბოლო მცდელობას გამოვიყენებ იქნებ რამე შეიცვალოს. იურიდიული კომიტეტი ჩაბარებულია კლანს. ყველა ის ადამიანი, ვინც თითს იშვერდა წარსულისკენ, მან მორალური უფლება დაკარგა ვინც ხმა მისცა ახლა ამ ადამიანებს. კენჭისყრაზე, სადაც საბოლოოდ პარლამენტი უყრის კენჭს, მათი ბოლო შანსი იქნება, მთლიანად იქნებიან პასუხისმგებელი 9 წელზე თუ გაემიჯნებიან ამ ძალადობას“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა წარდგენილი 20-კაციანი სიიდან რეკომენდაცია 14 მათგანს გაუწია, კენჭისყრა ხმაურისა და ოპოზიციის წინააღმდეგობის ფონზე წარიმართა, თუმცა კომიტეტის თავმჯდომარეს, ანრი ოხანაშვილს ამისთვის ყურადღება არ მიუქცევია და პროცესი ბოლომდე მიიყვანა.

 


close დახურვა