logo
ENG



ეკა ბესელია: ოცნებაში აცნობიერებენ, რომ იძულებულები არიან წავიდნენ დათმობაზე

26 თებ 202022:47
3 წუთის საკითხავი
 

„ოცნებაში აცნობიერებენ, რომ იძულებულები არიან წავიდნენ დათმობაზე,“ - ამის შესახებ განცხადებას დამოუკიდებელი დეპუტატი ეკა ბესელია აკეთებს.

მისი განცხადებით, რამდენიმე დღეში გაირკვევა თუ როგორი მოდელის ინიცირებას აპირებს უმრავლესობა პარლამენტში. ბესელიას თქმითვე, ხელისუფლებას მოუწევს რაღაც ტიპის დათმობაზე წავიდეს, რაშიც დიდი წვლილი ამერიკელ პარტნიორებს მიუძღვით.

„ცოტა იჩქარეს ჩვენმა კოლეგებმა, მოვლენებს დაასწრეს, ნაჩქარევად მოხდა თუნდაც იმიტომ, რომ იმ ფორმატში სადაც კონსულტაციები მიმდინარეობს და ბოლო შეხვედრაზე ვთქვით, რომ გვარები ჯერ არ განგვემხილა, ყველამ შიდაპარტიულ ფორმატში იმსჯელოს ამ თემაზე და გვარები სწორედ შიდაპარტიული დისკუსიის შედეგად გახდა ალბათ ცნობილი. სულ რაღაც რამდენიმე დღეში, ალბათ ხვალაც იქნება შეხვედრა და ამ კვირაში ალბათ განცხადება უკვე საბოლოოდ როგორი მოდელის ინიცირებას აპირებს უმრავლესობა პარლამენტში. ამის მიხედვით გავიგებთ ჩვენ რამდენი მაჟორიტარი რჩება. დიდი ალბათობით, შეიცვლება ეს ოლქები. მაქვს მოლოდინი, რომ ხელისუფლება მაინც წავა რაიმე ტიპის ცვლილებაზე. ისინი აცნობიერებენ, რომ იძულებულები არიან წავიდნენ დათმობაზე, ამას მართლაც ხელს უწყობს ჩვენი პარტნიორების დაუღალავი ჩართვა, მათ შორის ამერიკის ელჩის მხრიდან“, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა