logo
ENG



ეკა ბესელია: ქართულ ჯარს მხოლოდ ღირსეული პირობები აკლია, რაზეც ყველამ უნდა ვიზრუნოთ

11 დეკ 201914:10
3 წუთის საკითხავი
 
7pcxna4ibalotje.jpg

სალომე ზურაბიშვილის სკანდალურ განცხადებას მმართველი გუნდის ყოფილი წევრებიც მკაცრად აკრიტიკებენ. ეკა ბესელია ფიქრობს, რომ ქართულ ჯარს თუ რაიმე აკლია, ეს, პირველ რიგში, დაფასება და ღირსეული პირობებია. დამოუკიდებელი დეპუტატის თქმით, სწორედ ამაზე უნდა ზრუნავდეს მთელი მთავრობა. 

„გვყავს ძალიან ღირსეული ჯარი და ჯარისკაცები, სამშობლოზე უზომოდ შეყვარებულები, მე მაქვს დიდი ნდობა ჩვენი შეიარაღებული ძალების. თუ რამე  აკლიათ დღეს, ეს არის ღირსეული პირობები და ამაზე უნდა ვიზრუნოთ ყველამ", - განაცხადა ეკა ბესელიამ. 

დამოუკიდებელი დეპუტატები ამბობენ, რომ მისი პრეზიდენტის მსგავსი განცხადებები ლახავს როგორც ქვეყნის იმიჯს, ისე ჯარის იმიჯსაც იმის ფონზე, რომ ქართული შეიარაღებული ძალები უამრავ სამშვიდობო მისიაში მონაწილეობენ.

„საკმაოდ არასასიამოვნო მოსასმენი იყო პრეზიდენტის განცხადება, იმედი მაქვს ის გულისხმობდა არა იმას, რომ ჯარი არ გვყავს, არამედ იმას, რომ მთავარი ღირებულება არის ადამიანი და განათლება, თუმცა ეს განცხადება მეტ განმარტებას საჭიროებს“, - განაცხადა დიმიტრი ცქიტიშვილმა.

შეგახსენებთ, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაციამ გაავრცელა განმარტებითი განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ პრეზიდენტის სიტყვები არასწორად იქნა გაგებული.

 


close დახურვა