logo
ENG



ეკა ბესელია: ხელისუფლება განზრახ ამწვავებს ვითარებას

25 ნოე 201919:45
3 წუთის საკითხავი
 
k544o2zz5wkslk7.png

„ხელისუფლება განზრახ ამწვავებს ვითარებას “, - ამის შესახებ განცხადებას „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი ეკა ბესელია აკეთებს. მისი განცხადებით, ხელისუფლება პრობლემების გადაწყვეტაზე კი არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. ის ასევე აცხადებს, რომ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის შედეგს მოიტანს.

„არ მესმის ასეთი პოზის რაც აქვს ხელისუფლებას, რომელიც ხალხთან კონფრონტაციის გზას გადის და არ უნდა მოძებნოს კრიზისიდან გამოსავალი, განზრახ ამწვავებს ამ ვითარებას. ეს ძალიან სახიფათოა იმიტომ, რომ ამით ჩვენი მოქალაქეები კიდევ უფრო მეტად ზარალდებიან. ხელისუფლება პრობლემების გადაწყვეტაზე კი არა ძალაუფლების შენარჩუნებაზე ფიქრობს. არცერთი ხელისუფლება, ძალაუფლება, თანამდებობა არ ღირს იმად, რომ შენ შენი ხალხის წინააღმდეგ წახვიდე. ამ მოედანზე იმდენი წელი გავატარე ბრძოლაში, რომ ახალგაზრდებს, რომ ვუყურებ ესენი არიან ჩვენი თაობის შემცვლელი. ამას უნდა გაუსწოროს თვალი ხელისუფლებამ და დაანებოს თავი ამ პოზაში ყოფნას, რომ არ ელაპარაკება ამ ადამიანებს და არ უნდა არანაირ კომპრომისზე წასვლა. მე მჯერა რომ ეს ბრძოლა თავისუფლებისთვის და სამართლიანი არჩევნებისთვის მოიტანს შედეგს “, - განაცხადა ეკა ბესელიამ.


close დახურვა