logo
ENG



ეკა კუპატაძე თამარ ბაჩალიაშვილის მშობლებს მხარდაჭერას უცხადებს

19 აგვ 202615:34
3 წუთის საკითხავი
 
2026/08/19/9rkbv52qxh4hpm0.png

2020 წლის გაზაფხულში გარდაცვლილი 23 წლის პროგრამისტის, თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახი შვილის საქმეზე ახალი გამოძიების ჩატარებას ითხოვს. 19 აგვისტოს პროკურატურასთან შეკრებილ მშობლებს მხარდაჭერა გამოუცხადა არასრულწლოვანების ძალადობის შედეგად გარდაცვლილი მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედამ, ეკა კუპატაძემ.

შეგახსენებთ, რომ 23 წლის თამარ ბაჩალიაშვილი 2020 წლის 18 ივლისს გაუჩინარდა. 4-დღიანი ძებნის შემდეგ, 22 ივლისს, მისი ცხედარი თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ მაწევანში, საკუთარ ავტომობილში იპოვეს. გამოძიება თავდაპირველად თავისუფლების უკანონოდ აღკვეთისა და თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლებით მიმდინარეობდა, ხოლო 2020 წლის 17 დეკემბერს პროკურატურამ განაცხადა, რომ პროგრამისტმა თავი მოიკლა და საქმე დახურა — ვერსია, რომელსაც ოჯახი დღემდე არ ენდობა.

პროკურატურასთან თამარ ბაჩალიაშვილის დედამ, თეონა თამაზაშვილმა შვილის გარდაცვალება ყოფილ მაღალჩინოსნებს დაუკავშირა და მოითხოვა გამოძიებამ დაადგინოს, რომ ეს მკვლელობა იყო.

თავის მხრივ, ეკა კუპატაძემ აღნიშნა, რომ ბაჩალიაშვილის ოჯახის გვერდით უყოყმანოდ იდგება და მათ ნებისმიერ დროს გაუწევს მორალურ მხარდაჭერას.


close დახურვა