logo
ENG



ეკატერინე ტიკარაძე: სვანეთში რეგულაციები ამოქმედდება

10 აგვ 202012:16
3 წუთის საკითხავი
 
qtzfwgwwnixp6tl.jpg

სვანეთში, სადაც ბოლო 24 საათში კორონავირუსის 17 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რეგულაციების გამკაცრება იგეგმება. ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის მინისტრმა, ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, კონკრეტულ ღონისძიებებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიიღებენ.

„გადაუდებელი დახმარების სამსახური და ეპიდემიოლოგიური სამსახური მობილიზებულია სრულად. ადგილზე იმყოფება 5 ბრიგადა, რომელიც დეტალურად აწარმოებს კვლევებს. მე მექნება შეხვედრა საბჭოში და იქ მივიღებთ გადაწყვეტილებას იმის შესახებ, თუ რა ღონისძიებებს გავატარებთ. რეგულაციები ამ მომენტისთვის ამოქმედდება სვანეთში. დანარჩენი რიცხვები არ გვაძლევს იმის საფუძველს, რომ გარკვეული გამკაცრებები გვქონდეს ქვეყნის მასშტაბით. ჩვენ გვექნება კვლავ მიზნობრივი ტესტირება მეტად უფრო გაფართოებული და მივყვებით იმ სტრატეგიულ გეგმას, რომელიც გვქონდა დასახული", - განაცხადა ტიკარაძემ. 

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსის 25 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. აქედან 17 მესტიაში დაფიქსირდა. ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში ვირუსი 1250 ადამიანს დაუდასტურდა. მათგან 1010 გამოჯანმრთელდა, 17 კი, გარდაიცვალა.


close დახურვა