logo
ENG



ეკატერინე ტიკარაძეს ტყუილში საპარტნიორო ფონდი ადანაშაულებს

04 თებ 202020:41
3 წუთის საკითხავი
 

ეკატერინე ტიკარაძეს ტყუილში „საპარტნიორო ფონდი" ადანაშაულებს. საგანელიძის უწყება ამტკიცებს, რომ ფონდს კლინიკების განვითარებისთვის საინვესტიციო პროექტი მზად ჰქონდა; მოლაპარაკების პირველი რაუნდი ჯერ კიდევ 2019 წელს დასრულდა და სამმხრივ მემორანდუმს ხელს თავად ჯანდაცვის სამინისტრო აწერდა. რატომ იცრუა ტიკარაძემ? - საგანელიძის ფონდში პასუხი არ აქვთ.

პოლიტიკურ წრეებში ამბობენ, რომ ჯანდაცვის მინისტრი ივანიშვილის პირადი კადრია. სწორედ ამიტომ ვარაუდობენ, რომ საკითხი საგანელიძე-ტიკარაძის დაპირისპირებას გასცდა და ის ოლიგარქის ბიზნესინტერესებს ემსახურება. ოპოზიცია ეჭვობს, რომ სამი უმსხვილესი კლინიკის - ინფექციურისონკოლოგიურისა და რესპუბლიკური საავადმყოფოს ხელში ჩაგდება კონკრეტულ პირებს სურთ. ამ ბიზნეს გადანაწილებაში კი საგანელიძისთვის ადგილი აღარ დარჩა. კიდევ ერთი ვერსიით, ეს უმსხვილესი კლინიკები შესაძლოა „ქართული ოცნების" საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამას შეეწიროს. 

მინისტრის გადაწყვეტილებაზე განმარტების გაკეთება დღეს მისმა არცერთმა მოადგილემ აღარ ისურვა. თავად ტიკარაძე მედიასთან არ გამოჩენილა. რაც შეეხება სამედიცინო ჰოლდინგის ახლად დანიშნულ ხელმძღვანელს - გიორგი ჩოგოვაძე არ მალავს, რომ კლინიკების განვითარებისთვის ჯერ გეგმაც არ აქვს. 

რაც შეეხება დავით საგანელიძეს - ისიც ივანიშვილთან დაახლოებული კადრი იყო. სწორედ ამიტომ ჩააბარეს მას ერთ-ერთი ყველაზე მაღალაშემოსავლიანი სტრუქტურა - „საპარტნიორო ფონდი“, თუმცა ეს რეალობა შეიძლება შეიცვალოს - ერთ-ერთი ვერსიით, „ქართულ ოცნებაში“ საგანელიძის შემცვლელად ყოფილ პრემიერს - მამუკა ბახტაძის კანდიდატურას განიხილავენ.

შეგახსენებთ, რომ ეკატერინე ტიკარაძემ სახელმწიფო სამედიცინო ჰილდინგის ხელმძღვანელად გიორგი ჩოგოვაძე სამ თებერვალს წარადგინა

 


close დახურვა