logo
ENG



ეკონომიკური ვარდნა - 2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს მთავრობა პარლამენტში დღეს წარადგენს

09 ივნ 202007:53
3 წუთის საკითხავი
clock 387

2020 წლის ბიუჯეტის შეცვლილ დოკუმენტს მთავრობა პარლამენტში დღეს წარადგენს. დოკუმენტში გათვალისწინებული იქნება ყველა პროგრამა, რომელიც კორონავირუსს და საქართველოს მოქალაქეების ჯანდაცვას უკავშირდება.

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, შეიცვლება ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი და თუ 2020 წლის ბიუჯეტის 4,5 პროცენტიანი ზრდა იყო დაგეგმილი, ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, ქვეყანას -4 პროცენტიანი ეკონომიკური ვარდა ექნება.

„ბიუჯეტში გათვალისწინებული იქნება ყველა ის პროგრამა, რომელიც ითვალისწინებს კორონავირუსის პირობებში ჩვენი თანამოქალაქეების დახმარებას. ასევე ჩადებულია ყველა პროგრამა, რომელიც სოციალურ დახმარებას უზრუნველყოფს ჩვენი მოქალაქეების მიმართ, გარდა ამისა, ბიუჯეტში ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრია შესული. კორექტირებული ვერსია -4%-იან შემცირებაზე იქნება დაგეგმილი“, - განაცხადა კოვზანაძემ.

პროექტში ჩადებულია მშპ-სთან მიმართებაში დეფიციტი, რომელიც 8,5 პროცენტის ფარგლებში იქნება. საფინანსო დოკუმენტი პარლამენტში დღეს პრემიერის ოფისში პრეზენტაციის შემდეგ შევა.

 


close დახურვა