„სანტიაგო ბერნაბეუზე“ მორიგი ელ-კლასიკო გაიმართა - „რეალი“ „ბარსელონას“ დაუპირისპირდა და 2-0 დაამარცხა. პირველი ტაიმი ფრედ 0-0 დასრულდა. მატჩის მეორე ნახევარში კი მადრიდელებმა ორი უპასუხო გოლი გაუტანეს კატალონიელებს. თავი ჯერ ვინიციუს ჯუნიორმა გამოიჩინა, ხოლო მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში, შეხვედრას წერტილი შესვლაზე შემოსულმა მარიანო დიასმა დაუსვა.
ამ გამარჯვებით, „რეალმა“ სატურნირო ცხრილში „ბარსელონას“ გადაასწრო და ამ დროისთვის, 26 ტურის შემდეგ, 56 ქულით პირველ ადგილზეა. მეორე პოზიციას კი სწორედ „ბარსელონა“ იკავებს - კატალონიელები კონკურენტს 1 ქულით ჩამორჩებიან.