logo
ENG



ელენ დეჯენერესის შოუ 2022 წელს დასრულდება

12 მაი 202119:34
3 წუთის საკითხავი
 
ელენ დეჯენერესის შოუ 2022 წელს დასრულდება
Kevork Djansezian/Getty Images

ელენ დეჯენერესის შოუ 19 წლიანი არსებობის შემდეგ 2022 წელს დასრულდება. ტელეწამყვანმა Hollywood Reporter-ს უთხრა, რომ "რამდენადაც დიდებული და რამდენადაც მხიარულია ეს შოუ, ის ჩემთვის გამოწვევა აღარაა". 

"მინდოდა შოუ მე-16 სეზონზე შემეწყვიტა, ეს იქნებოდა უკანასკნელი სეზონი, თუმცა მათ სურდათ კიდევ 4-წლიანი კონტრაქტი გამეფორმებინა, მე კი ვუთხარი, რომ 1 წელიწადზე დავფიქრდებოდი. მათი თქმით, 1-წლიანი კონტრაქტი გამორიცხული იყო, ამიტომ 3  წლით გავახანგრძლივე და ვიცოდი, რომ ეს უკანასკნელი წლები იქნებოდა", - ამბობს წამყვანი.

წამყვანის ამ განაცხადს წინ უსწრებდა თვეების წინ მის მიმართ გაჟღერებული ბრალდებები თანამშრომლების მხრიდან, რომ "სამსახურში ტოქსიკური გარემო" იყო.

ელენ დეჯენერესის შოუ, რომელიც  2003 წლის სექტემბერში დაიწყო, მე-19 სეზონით 2022 წელს დასრულდება. 


close დახურვა