logo
ENG



ელენე მეკალუაშვილი: ვირუსის უფრო არ გვეშინია ვიდრე შიმშილით დახოცვის

27 აპრ 202021:58
3 წუთის საკითხავი
 

 

თვითდასაქმებული, ელენე მეკალუაშვილი, რომლის შემოსავლის ერთადერთი წყარო სახლების დალაგება იყო, საგანგებო სიტუაციაში შემოსავლის გარეშე დარჩა. აღნიშნულზე  მეკალუაშვილმა გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა“ ისაუბრა. როგორც ის გადაცემაში აცხადებს სახელმწიფო მას თანხებით არ ეხმარება, ვინაიდან მას არ აქვს მაიდენტიფიცირებელი საბუთი.

ასევე მეკალუაშვილის თქმით, მან დახმარების თხოვნით გამგეობას მიმართა, რომელმაც მერიასთან გადაამისამართა, თუმცა გადაადგილების შეზღუდვის გამო, მეკალუაშვილი მერიაში მისვლასა და განცხადების შეტანას ვერ ახერხებს.

„ყოფილა შემთხვევა ბავშვი ჭამდა მარილს და წყალს აყოლებდა, ახლა ქუჩიდან ტყემალს ვკრეფ და ის მომაქვს, დღესდღეობით არაფერი მაქვს. სოციალური დახმარება მაქვს 140 ლარი. მივმართე გამგეობას დახმარებისთვის, მაგრამ გადამამისამართეს მერიაში. მე ვცხოვრობ ვარკეთილში და ამ კარანტინის დროს მერიამდე ვერ მივიდოდი, არ მაქვს ინტერნეტი, მითხრეს რომ შემეძლო ინტერნეტითაც დამეწერა განცხადება, მაგრამ ვერ მოვახერხე ეგეც. ვირუსის უფრო არ გვეშინია ვიდრე შიმშილით დახოცვის“,-განაცხადა ელენე მეკალუაშვილმა.

შეგახსენებთ, 24 აპრილს საქართველოს მთავრობამ ანტიკრიზისული გეგმა წარადგინა. პრემიერ-მინისტრის გიორგი გახარიას განცხადებით, თვითდასაქმებულ მოქალაქეებს ერთჯერადად 300 ლარი გადაეცემათ. პრემიერმა ასევე განმარტა, რომ თანხის გადაცემა მას შემდეგ მოხდება, რაც თვითდასაქმებულების იდენტიფიცირება მოხდება.

 


close დახურვა