logo
ENG



ელენე ხოშტარია: ამის წყარო და თავი არის ბიძინა ივანიშვილი

25 ნოე 201919:11
3 წუთის საკითხავი
 
434a39jzeuogm6w.jpg

„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას თქმით, ბიძინა ივანიშვილი პოლიციელებს არღვევინებს კანონს და იტაცებენ მანქანებს, რომლებითაც შეშა გადააქვთ აქციისთვის.

„იარონ ასე რაზმებით, განყოფილებებით და ჩაიდინონ კრიმინალი, არღვიონ კანონი, სხვა მათ არაფრის ფუფუნება არ აქვთ. არანაირი მიზეზი არ განგვიმარტეს მანქანის ჩამორთმევის. აი, ასე, ბანდიტებივით იქცეოდნენ - ხელების გადაგრეხვითგამოთრევით, მანქანის მოტაცებით. რომ დაგესხათ ჯგუფი თავს და გაიტაცოს თქვენი ნივთი, ასე გაიტაცეს მანქანა. ამას უკეთებენ პოლიციას. ამის წყარო და თავი არის ბიძინა ივანიშვილი, რომელსაც ეშინია, რომ ხალხი გათბეს ქუჩაში", - განაცხადა ელენე ხოშტარიამ. 

რუსთაველის გამზირზე აქცია „ერთად ერთის წინააღმდეგ“ უკვე დაიწყო. მას რესპუბლიკის მოედნიდან და თსუ-ის პირველი კორპუსის ეზოდან პოლიტიკოსები და სტუდენტები შეუერთდებიან მსვლელობით. 


close დახურვა