logo
ENG



ელენე ხოშტარია: სადაც უნდა წავიდნენ ოცნების დეპუტატები, ყველგან დისკომფორტს შევუქმნით

16 ნოე 201911:14
3 წუთის საკითხავი
 
6a0amm0pbe11jar.jpg

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში 11:00 საათიდან  უმრავლესობის სხდომა იმართება. ადგილზე იმართება საპროტესტო აქცია, სადაც საზოგადოების ნაწილი და ოპოზიციის წარმომადგენლები იმყოფებიან.

მონებო! მონები ხართ ყველა! - ამ სიტყვების მოსმენის ფონზე უწევთ „ქართული ოცნების“ ოფისში ხელისუფლების წარმომადგენლებს შესვლა.

„ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის, ელენე ხოშტარიას განცხადებით, ამ პროტესტით ისინი დეპუტატებს აჩვენებენ, რომ სადაც უნდა წავიდნენ, ყველგან დისკომფორტს შეუქმნიან. მისვე განცხადებით, ხალხთან დაპირისპირებული ხელისუფლება ყოველთვის მარცხდება და იგივე მოხდება „ქართული ოცნების“ შემთხვევაშიც.
„ეს არის პრინციპული პროტესტი, რომლითაც ჩვენ მათ ვეუბნებით, რომ ყველგან ექნებათ დისკომფორტი. ისინი ჩვეულებრივად ვერ გააგრძელებენ მუშაობას, რომელიც ქვეყნის ნგრევაში მდგომარეობს. მათ ჰქონიათ, რომ მოვლენ ჩვეულებრივად და ამოფარებულები არიან წესიერ ხალხს პოლიციელებს, რომლებსაც ჩვენ ფულს ვუხდით არა იმიტომ, რომ „ქართული ოცნება“  დაიცვან და „ქართული ოცნების“ მონა დეპუტატები შეაპარონ შენობაში, არამედ იმიტომ, რომ ემსახურონ კანონს და ემსახურონ მოქალაქეებს. „ქართული ოცნების“ დეპუტატებს ჩირგვებში მოუწევთ ამ ქვეყანაში ცხოვრება იმიტომ, რომ მეტს ისინი არ იმსახურებენ. შესვლისას უწევთ ქურდებივით შეპარვა და გამოსვლისასაც იმავე გზის გამოსვლა მოუწევთ. ხალხთან დაპირისპირებული ხელისუფლება ყოველთვის მარცხდება,“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.


close დახურვა