logo
ENG



ელენე ხოშტარია: ქართულ ოცნებაში ახალგაზრდებს პარტიულ დავალებებს აძლევენ და აქციებზე უშვებენ

19 თებ 202020:32
3 წუთის საკითხავი
 

„ქართული ოცნება ახალგაზრდებს პარტიულ დავალებებს აძლევეს და აქციებზე უშვებენ,“ - ამის შესახებ განცხადებას „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერი ელენე ხოშტარია, ახალგაზრდების მიერ გამართულ აქციასთან დაკავშირებით აკეთებს.

მისი განცხადებით, ეს აქციები მშვიდობიან და პრინციპულ ბრძოლაზე ვერანაირ გავლენას ვერ მოახდენს. ხოშტარია განმარტავს, რომ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება 20 ივნისს მომხდარი საბჭოთა მოვლენისთვის სახელის დარქმევა იყო.

„ამ ახალგაზრდებს მართლა დიდი გულისწუხილით ვუყურებ იმიტომ, რომ ქართული ოცნება ახალგაზრდებს იყენებს. გუშინაც და დღესაც გამოჩნდა, რომ ისინი პარტიული აქტივის წარმომადგენლები არიან. სწორედ ასეთი ქვეყანა არ გვინდა ჩვენ სადაც პარტიები ახალგაზრდებს თავისუფლების სივრცეს კი არ უქმნიან, პარტიულ დავალებებს აძლევენ და აქციებზე უშვებენ. ქართულ ოცნებას როცა არგუმენტი არ აქვს ოპოზიციონერების წინააღმდეგ აწყობენ აქციებს. ეს ვერ მოახდენს გავლენას მშვიდობიან, პრინციპულ ბრძოლაზე. რაც არ უნდა ამ ადამიანებმა გააკეთონ აგრესიასაც კი ვერ გამოიწვევენ ჩემში იმიტომ, რომ მე მესმის ეს რა პოლიტიკური პროცესია. ქართული ოცნება პოლიციასაც პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს. ჩემს მიერ პარლამენტში საბჭოთა ჰიმნის გაჟღერება, საბჭოთა მოვლენისთვის სახელის დარქმევაა. ეს არის პარტიული ქართული ოცნების მიერ მართული პროცესი“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ პარლამენტის სხდომათა დარბაზში არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს ელენე ხოშტარიამ საბჭოთა ჰიმნი ჩართო. 


close დახურვა