პოლიტიკოსი ელენე ხოშტარია აცხადებს, რომ ზაზა გახელაძის საქმეზე ხელისუფლება მის ოჯახს ოპოზიციასტან კომუნიკაციის საშუალებას არ აძლევდა და "აშინებდა". გახელაძისთვის სასჯელის მისჯის თემაზე კომენტარისას ხოშტარია აღნშნავს, რომ ახლა უკვე ხელისუფლებას უნდა მოთხოვონ უმაღლეს დონეზე, პარტნიორებთან დააყენონ ეს საკიტხი.
"ჩვენ გვქონდა მწვავე პროტესტის სურვილი ამ საკითხზე, თუმცა პირდაპირ შემიძლია თქვა, რომ ხელისუფლება მათ აშინებდა რომ არ გაკარებოდა ოპოზიციას მე არ ვამბობ, რომ ოპოზიცია არის ხსნა, მაგრამ საკითხის მიჩუმება, როდესაც არი შენი ამოცანა, მაშინ შენ ნამდვილად ვერ მიაღწევ შედეგს.
ახლა, უნდა მოვთხოვოთ ხელისუფლებას, უმაღლეს დონეზე, აშშ-სთან კომუნიკაციით, ჩვენს პარტნიორებთან კომუნიკაციით მოითხოვონ ამ ადამიანის გამოშვება და შეწყვიტონ საკითხის მიჩუმება", - ამბობს ელენე ხოშტარია.
დღეს, 5 თებერვალს ოკუპირებულ ცხინვალში დაკავებულ ზაზა გახელაძეს ე.წ. სასამართლომ 12 წელი და 6 თვე მიუსაჯეს.
გადაწყვეტილებას გამოეხმაურა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიც. მათი განცხადებით, ე.წ. სასამართლოს უკანონო გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ წარმოაჩინა ოკუპაციის თანმდევი პროცესების ანტიჰუმანური და დანაშაულებრივი არსი.
ზაზა გახელაძე 6 თვის წინ, 11 ივლისს დააკავეს. დაკავებისას ის ფეხში დაჭრეს. გახელაძეს 12-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება. დე ფაქტო მთავრობა მას ე.წ საზღვრის უკანონოდ გადაკვეთას და სამხედრო პირის სიცოცხლის ხელყოფის მცდელობას ედავება და ამტკიცებს, რომ გახელაძემ ე.წ მესაზღვრის მიმართულებით მიზანმიმართულად, სულ მცირე, 5-ჯერ ისროლა.