logo
ENG



ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს

28 დეკ 202011:59
3 წუთის საკითხავი
 

ელენე ხოშტარია ევროპულ საქართველოს ტოვებს.

ამის შესახებ განცხადებას ის თავად დღეს, 15:00 საათზე გააკეთებს. 

გავრცელებული ინფორმაციით, ხოშტარია თავის პოლიტიკურ პლატფორმას დააფუძნებს. 

ელენე ხოშტარია 2016 წლიდან მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი იყო, ევროპული საქართველოს სიით. 

2020 წლის საპარლამენტო არჩევნებისთვის ის იყო ევროპული საქართველოს ვაკის მაჟორიტარობის კანდიდატი. გადავიდა მეორე ტურშიც, თუმცა, სხვა ოპოზიციონერ პოლიტიკოსებთან ერთად, 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს მანაც ბოიკოტი გამოუცხადა. 

2017 წელს ის ევროპულმა საქართველომ თბილისის მერობის კანდიდატად წარადგინა. 


close დახურვა