დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია საავადმყოფოდან გაწერეს.
ის 17-დღიანი შიმშილობის შემდეგ რეაბილიტაციის კურსს ნიუ ჰოსპიტალში გადიოდა.
ხოშტარიამ ფეისბუქზე დაწერა:
"გამოვეწერე საავადმყოფოდან. ძალიან დიდი მადლობა ნიუ ჰოსპიტალს. ყველა სანიტარს, ექთანს, ექიმს. საოცარი პროფესიონალების და გულისხმიერი ადამიანების ხელში ვიყავი. ერთი წამი დისკომფორტი არ მქონია.
ვახო კალოიანს მხარდაჭერის და დახმარების გარეშე, ძალიან გამიჭირდებოდა შიმშილობის დროსაც და ეხლაც. პროფესიონალიზმის გარდა, ყველაზე მთავარი, რაზეც ჩვენი ურთიერთობა იდგა და იდგება, არის ნდობა, რასაც ყველაზე მეტად ვაფასებ
ცოტა დრო კიდევ მჭირდება ძალების აღსადგენად, ვფიქრობ, მაქსიმუმ ერთ კვირაში დავუბრუნდები საქმეებს.
ყველას ძალიან დიდი მადლობა".
ელენე ხოშტარიამ შიმშილობა მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო და 19 ნოემბერს შეწყვიტა, როცა ექსპრეზიდენტის გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა გადაწყდა.