„ევროპული საქართველოს“ ლიდერმა პარლამენტის მიმდებარედ მდგარი ფურგონიდან აქციაზე დაკავებულები გაათავისუფლა.
„მითხრეს, რომ იქ არიან მარშუტკაში, მიმალავდნენ დაკავებულებს, მაგრამ ხელის ბრახუნით აღმოვაჩინეთ. მანქანას უნდოდა გაქცევა, მაგრამ გამოვაღეთ კარი და აღმოჩნდა, რომ დაკავებულები იყვნენ“ - აცხადებს ელენე ხოშტარია.
შსს-ს მიერ გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციით, ამ დროისთვის 18 პირია დაკავებული.