„ევროპული საქართველოს“ წევრის, ელენე ხოშტარიას საწინააღმდეგო აქციაზე, საჯარო უწყებების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.
აქციაზე იყვნენ გორის მელიორაციის სამსახურის თანამშრომლები, ასევე რუსთავის მერიის აიპ სამსახურების თანამშრომლები.
მათში აგრესია ოპოზიციონერი ლიდერის მიერ პარლამენტში მოწყობილმა აქცია-პერფორმანსმა გამოიწვია.
„ქართული ოცნების“ პარტაქტივი უკვე მეორე დღეა, ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილის წინააღმდეგ აქციებს მართავს. „ევროპულ საქართველოში“ დარწმუნებულები არიან, რომ ოფისთან გამართული აქციების უკან „ქართული ოცნება" დგას.