გასული წელიც საქართველომ ისე დახურა, რომ ელექტროენერგიის იმპორტი კიდევ უფრო გაიზარდა. ქვეყანა სულ უფრო მეტად ხდება დამოკიდებული სხვა ქვეყნის რესურსზე, გასაკვირი არც ისაა, რომ მთავარი იმპორტიორი საქართველოსთვის რუსეთია, რომელმაც ფაქტობრივად მთლიანად ჩაანაცვლა აზერბაიჯანი.
მთავრობა, რომელმაც მასშტაბური ჰესების მშენებლობისთვის არაფერი გააკეთა, ნამახვანჰესის პროექტის შეჩერებაში "ენკას" ადანაშაულებს. კომპანიამ კი ოფისები დახურა და მალე არბიტრაჟში ეცდება იმის დამტკიცებას, რომ პროექტს ხელი სწორედ სახელმწიფომ შეუშალა.