logo
ENG



ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მე-3 მოსმენით მიიღეს

17 ივლ 202015:43
3 წუთის საკითხავი
 
vatcgw2chmivln3.png

ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ კანონში შესატანი ცვლილებები მესამე მოსმენით მიიღეს. კანონპროექტს მხარი 88-მა დეპუტატმა დაუჭირა. წინააღმდეგი არც ერთი არ ყოფილა. 

კანონპროექტი პარლამენტში დაჩქარებულად განიხილეს. 

ცვლილებებს ოპოზიცია, არასამთავრობო სექტორი და ბიზნესის წარმომადგენლები მკაცრად აკრიტიკებენ. მათი თქმით, სასამართლოს ნებართვის გარეშე ორგანიზაციებში სპეციალური მმართველების დანიშვნა, ხელისუფლების გავლენებს გააძლიერებს და მის ხელში აღმოჩნდება სფეროს მართვის ბერკეტები.

შეგახსენებთ, რომ „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებების თანახმად, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში ორი წლის ვადით დანიშნოს სპეციალური მმართველები, რომლებიც ფართო უფლებამოსილებით იქნებიან აღჭურვილნი - მათ შორის, მათ შეუძლიათ დირექტორებისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრების გათავისუფლება.

კანონში შესატანი ცვლილებები მარეგულირებელ კომისიას იმ შემთხვევაში მისცემს მმართველის დანიშვნის უფლებას, თუკი დაკისრებული ჯარიმების მიუხედავად, ორგანიზაცია ვერ აღასრულებს გადაწყვეტილებას.


close დახურვა