თბილისში, ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე გაჩენილი ხანძარი სრულად ლიკვიდირებულია.
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია ხის მასალების სასაწყობე ფართი და რამდენიმე მაღაზია. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.
"იყო ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა დროული რეაგირების შედეგად მოხერხდა ხანძრის გავრცელების შეკავება.
ადგილზე მუშაობდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 16 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი.
შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსი თემურ მღებრიშვილი, უფროსის მოადგილე ლევან ღირსიაშვილი, სახანძრო-სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი დავით სუხიშვილი და საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის უფროსი ვაჟა სირაძე", - ნათქვამია უწყების განცხადებაში.