logo
ENG



ელიავას ბაზრობაზე ხანძარი ლიკვიდრებულია

07 თებ 202216:36
3 წუთის საკითხავი
 

ელიავას ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლიკვიდრებულია. 

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის წარმომადგენლის, ოთარ კერესელიძის თქმით, ცეცხლი ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში, სასაწყობე ფართში გაჩნდა და დაახლოებით, 1 000 - 1 500 კვადრატულ მეტრზე გავრცელდა.

"ამ დროისთვის მიმდინარეობს მხრჩოლავი კერების დამუშავება. მოხდა ხანძრის მალევე ლოკალიზება. დაშავებულების შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში არ შემოსულა", - ამბობს კერესელიძე.


close დახურვა