ელიავაზე დასაქმებულებმა ტელეეთერით შეტყვეს, რომ ტერიტორიასთან დაკავშირებით მერიას სხვა გეგმები აქვს. აღმოჩნდა, რომ მუშავდება პროექტი, რომლის მიხედვითაც ელიავაზე მულტიფუნქციური ცენტრი აშენდება.
მერიას მოლაპარაკებები აქვს ტერიტორიის რამდენიმე მესაკუთრესთან. სწორედ ეს მფლობელები მიიღებენ მონაწილეობას ახალ პროექტში. რა ბედი ელოდება ათასობით ადამიანს, რომელიც ელიავას ბაზრობაზე წლებია, მუშაობს და ბევრისთვის შემოსავლის ერთადერთი წყაროა.