„ყველა შეთანხმდა, რომ კარგი იქნებოდა საარჩევნო სისტემის შეცვლა“, - ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა ოპოზიციისა და ხელისუფლების შეხვედრის მესამე რაუნდის დასრულების შემდეგ განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, ამ შეხვედრაზე შეთანხმება არ შედგა, თუმცა დატოვებულია სივრცე კონსულტაციებისთვის.
„დიალოგის მესამე რაუნდმა ჩაიარა კონსტრუქციულ გარემოში, ყველა შეთანხმდა, რომ კარგი იქნებოდა საარჩევნო სისტემის შეცვლა და ეს იქნებოდა დემოკრატიის განვითარებისკენ გადადგმული ნაბიჯი. დღეს შეთანხმება არ შედგა, თუმცა დავიტოვეთ კონსულტაციებისთვის სივრცე ამ და სხვა საკითხებზე“, - განაცხადა მან.