დიდი ბრიტანეთის დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი ქორწინების 73-ე წლისთავს აღნიშნავენ. სპეციალურად ამ დღისთვის, ბუკინგემის სასახლემ სამეფო წყვილის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა. უინძორის სასახლეში გადაღებულ ფოტოზე, ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი მათი შვილთაშვილების მიერ გაგზავნილ მისალოც ბარათს ათვალიერებენ. დიდი ბრიტანეთის დედოფალი და ედინბურგის ჰერცოგი ლონდონის ვესტმინსტერის სააბატოში 1947 წლის 20 ნოემბერს დაქორწინდნენ.
ელისაბედ მეორე და პრინცი ფილიპი ქორწინების 73-ე წლისთავს აღნიშნავენ
20 ნოე 202009:22
3 წუთის საკითხავი