logo
ENG



ელისაბედ მეორემ ქვეყნის მსოახლეობას მიმართა

06 აპრ 202011:35
3 წუთის საკითხავი
 

კორონავირუსთან ბრძოლაში დიდი ბრიტანეთი გაიმარჯვებს, თუმცა შესაძლოა უფრო მეტი მოთმინების გამოჩენა მოგვიწიოს. ამ სიტყვებით მიმართა დედოფალმა ელისაბედ მეორემ ქვეყნის მოსახლეობას და ხალხს მადლობა გადაუხადა, რომ მთავრობის რეკომენდაციებს ითვალისწინებენ.

მან ასევე პატივისცემა გამოხატა ძირითად რგოლში დასაქმებული ადამიანების მიმართ, რომლებიც სიტუაციის ნორმალიზებისთვის თავდაუზოგავად შრომობენ. სატელევიზიო მიმართვების მსგავს ფორმატს ელისაბედ მეორე მხოლოდ განსაკუთრებული შემთხვევების დროს იყენებს.


close დახურვა