logo
ENG



ელისაშვილი: 10-ლარიანი პროვოკატორები დაგვახვედრეს და არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას

24 ნოე 201912:10
3 წუთის საკითხავი
 
ip8t2u18tmsxksa.jpg

ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა ბოდბისხევის ბაზარში ალეკო ელისაშვილისა და მისი მოძრაობის წევრების გამოჩენას. აქტივისტებს დახვდნენ საკრებულოს დეპუტატები „ქართული ოცნებიდან“, პლაკატები დაუხიეს, რომელზეც მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი შიოლაშვილი იყო გამოსახული და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. სავარაუდოდ, დაკავებულია ადგილობრივი საკრებულოს ერთი თანამშრომელი. ალეკო ელისაშვილის მოძრაობამ დღეს მაჟორიტარების მხილების კამპანია კახეთიდან დაიწყო. კამპანიის ფარგლებში ადგილობრივ მოსახლეობას, მაჟორიტარებისა და მათი ოჯახის წევრების ფინანსურ და ბიზნეს-საქმიანობის შესახებ მიაწოდებენ ინფორმაციას. 

ალეკო ელისაშვილის თქმით, ბოდბისხევის ბაზარში მათ პროვოკატორები დაახვედრეს, რომლებიც აქციის მონაწილეებს გადაადგილების საშუალებას არ აძლევენ. 

 „შიოლაშვილის მხილების მხილების კამპანიისთვის ვართ აქ ჩამოსულები და ზუსტად ის მოხდა, რომ 10-ლარიანი პროვოკატორები მოკრიბეს, დაგვახვედრეს და ვითომ მაგარი ბიჭები არიან, იმათთან რომ ქულები ჩაიწერონ, ვითომ არ გვაძლევენ გადაადგილების საშუალებას. მე მთელი ცხოვრება ასე ვიცოდი, რომ ქიზიყი იყო უბატონო და ახლა მოაჯდნენ ღარიბაშვილი, თამაზაშვილი და მათი ხელის ბიჭი შიოლაშვილი. ვერავინ ვერცერთი პროვოკატორი ვერც ერთგან ვერ გამაჩერებს საქართველოში“, - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.


close დახურვა