logo
ENG



ელისაშვილი: ამასთან დავდგების, იმასთან არ დავდგების დროს ვერ ვხედავ

13 ივნ 202421:31
3 წუთის საკითხავი
 
2024/06/13/h5mn1r2yohxsp51.jpg

ყველაზე დიდი ეროვნული და სახელმწიფოებრივი ამოცანაა, ქართული ოცნების გაშვება და შემდეგ ისეთი მექანიზმების შექმნა, რომ ვერც ერთმა პარტიამ ვეღარ მოახერხოს ძალაუფლების ხელში ჩაგდება. ამაში რაც დაგვეხმარება ეფექტურად ჩვენ ვართ იმისკენ. კარგი იქნება, რომ არგუმენტები მეტი იყოს, რაღაც კვლევას დაფუძნებული, რომ კარგად ავწონ-დავწონოთ. კიდევ ერთხელ ვამბობ, ჩვენთვის პირადად, ჩვენი პარტიისთვის, წითელი ხაზები თითქმის გაბლარულია. ამასთან დავდგების, იმასთან არ დავდგების დროს ვერ ვხედავ, ფუფუნებაც არ გვაქვს, რომ ასე ვისაუბროთ. აბსოლუტურად სხვა მოცემულობა გვაქვს. ჩემი ინიციატივით, მორატორიუმს ვაცხადებთ ოპოზიციონერების კრიტიკაზე არჩევნებამდე. არავის არ ვაკრიტიკებ, მაგრამ მგონია, რომ ზოგიერთს წინასწარი პოზიცია აქვს, ვიდრე გადაწყვიტოს, რომელი უკეთ იქნება.


close დახურვა