logo
ENG



ელისაშვილი: ერთდღიანი არჩევნების ნაცვლად ჩავატაროთ 2-დღიანი არჩევნები

19 ოქტ 202017:05
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: ერთდღიანი არჩევნების ნაცვლად ჩავატაროთ 2-დღიანი არჩევნები

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს, რომ წინასაარჩევნოდ ხელისუფლება ვირუსის გავრცელებას ვერ აკონტროლებს, ამიტომ ელისაშვილის თქმით, არჩევნები 2 დღეზე უნდა გადანაწილდეს.

ელისაშვილი მმართველ გუნდსა და ოპოზიციას საკითხზე მსჯელობისკენ მოუწოდებს.

"ჩვენი პოლიტიკური გუნდი, პარტია მოქალაქეები, ხელისუფლებას და მთელ საზოგადოებას ვთავაზობთ ასეთ გამოსავალს: ნაცვლად 31 ოქტომბერს, შაბათს ერთ დღიანი არჩევნებისა, ჩავატაროთ არჩევნები ევროპული ქვეყნების პრაქტიკის შესაბამისად, 2 დღის განმავლობაში.

მოვუწოდებთ, როგორც ხელისუფლებას ასევე ოპოზიციურ პარტიებს, რომ ამ დისკუსიაში ჩავერთოთ დაუყონებლივ და ეს გადაწყვეტილება მივიღოთ",-თქვა ალეკო ელისაშვილმა.

2020 წლის საპარლამენტო არჩევნები 31 ოქტომბერს ჩატარდება.


close დახურვა