logo
ENG



ელისაშვილი: თუ ზურაბიშვილი მამალაძეს შეიწყალებს, მორატორიუმი უნდა დაარღვიოს

01 ნოე 201921:22
3 წუთის საკითხავი
 
8rf1n5397oc1gdf.jpg

გადაცემაში „პოლიტიკის ფორმულა" „სამოქალაქო მოძრაობის" დამფუძნებელმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ ის დეკანოზი მამალაძის შეწყალების მომხრეა.

„მე რომ შეწყალების კომისიის თავმჯდომარე ვყოფილიყავი, შეწყალების მომხრე ვიქნებოდი. ახლა ფრთიანი ანგელოზი რომ არაა, ეს ჩანაწერშიც ჩანს. სასულიერო პირისთვის შეუფერებელი ლექსიკა იყო. იქაც ციანიდით დაინტერესება იყო, მაგრამ პატრიარქის მკვლელობას რომ არ გეგმავდა, პროკურატურაც ვერ ასაბუთებს, შესაბამისად, შეწყალების მომხრე ვიქნებოდი. მან გარკვეული დრო საპატიმროში გაატარა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობაც გაუარესდა. თან იმათ ფონზე ვინც პრეზიდენტმა შეიწყალა, დეკანოზი მამალაძე ფრთიანი ანგელოზია. პრეზიდენტი ახლა ცუდ დღეშია, მორატორიუმი აქვს გამოცხადებული. ეს ხომ კაცობრიობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი იდიოტიზმია, რაც ზურაბიშვილმა გააკეთა. მოტივი არის, რომ არ გამაკაროთ შეწყალებას, თორემ ყაჩაღებს და პედოფილებს გამოვუშვებო. თუ შეიწყალებს მამალაძეს, მორატორიუმი უნდა დაარღვიოს," - განაცხადა ელისაშვილმა.

შეგახსენებთ, რომ დეკანოზ მამალაძეს შორენა თეთრუაშვილის განზრახ მკვლელობის მომზადებისა და იარაღის უკანონო შენახვა-ტარებისთვის ცხრაწლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. მის შეწყალებას ოჯახი დიდი ხანია ითხოვს, თუმცა უშედეგოდ. 31 ოქტომბერს გამართულ სინოდის სხდომაზე მიიღეს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც, სინოდი პრეზიდენტს მიმართავს მამალაძის შეწყალების თაობაზე.

 

 


close დახურვა