logo
ENG



ელისაშვილი: თუ ზურაბიშვილი შეწყალების აქტს არ გამოსცემს, საპატიმროებში მღელვარება იქნება

02 ნოე 201916:55
3 წუთის საკითხავი
 
r6sy00a1rbocqxd.png

შეწყალების კომისიის ყოფილი თავმჯდომარე ალეკო ელისაშვილი პრეზიდენტის მიერ დეკანოზ გიორგი მამალაძის შესაძლო შეწყალებას ეხმაურება. 

როგორც ელისაშვილი "ფორმულასთან" საუბარში აცხადებს, თუ 23 ნოემბერს ზურაბიშვილი შეწყალების აქტს არ გამოსცემს, ამან შესაძლოა საპატიმროებში მღელვარება გამოიწვიოს. 

„თუ 23 ნოემბერს, გიორგობას, სალომე ზურაბიშვილი შეწყალების აქტს არ გამოსცემს, არავის არაფრისკენ არ ვაქეზებ, მე ვმუშაობდი შეწყალების კომისიის თავმჯდომარედ, მაგრამ მღელვარება იქნება საპატიმროებში. თუ პრეზიდენტმა მორატორიუმი გააგრძელა, ამას ძალიან მძიმე შედეგები ექნება. შესაბამისად, სალომე ზურაბიშვილს კიდევ ერთხელ მოვუწოდებ, რომ დროულად დააკომპლექტოს შეწყალების კომისია ნორმალური ადამიანებით", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ცნობისთვის, 1-ელ ნოემბერს სააგენტო "პრაიმტაიმმა" გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს, სავარაუდოდ, 23 ნოემბერს შეიწყალებს. ეს ინფორმაცია უარყო პრეზიდენტის ადმინისტრაციამ და ამბავს „ფეიკნიუსი“ უწოდა.


close დახურვა