logo
ENG



ელისაშვილი: იყო მომენტები, კინაღამ გავიბზარე, ბოლო გადაწყვეტილებით ყოველთვის ვიამაყებ

26 აპრ 202100:31
3 წუთის საკითხავი
 
ელისაშვილი: იყო მომენტები, კინაღამ გავიბზარე, ბოლო გადაწყვეტილებით ყოველთვის ვიამაყებ

ბოლო პერიოდში რა სირთულეებიც გამოვიარეთ, მაშინაც ბევრი რომ მლანძღავდა, ჩემს თავს ვამხნევებდი, ხომ გჯერა ეს ოხერი, რომ სწორს აკეთებ და არ გატყდე. არ გავტყდი. ის გადაწყვეტილება, რაც ბოლოს მივიღეთ და გავუძელით, ამით ვიამაყებ ყოველთვის. იყო მომენტები, კინაღამ გავიბზარე.

სანამ ვიტყოდით, რომ ვაპირებთ შევიდეთ საარჩევნო რეფორმის გამო, ზურგჩანთა ავიკიდე, ლოქის წყალია მდინარე ბოლნისთან, იქ დავდიოდი და ჩემს თავს ხმამაღლა ველაპარაკებოდი: თუ რისიც მჯერა და მწამს, ის გადაწყვეტილება ვერ მივიღე, რა ოხრობა მინდა პოლიტიკაში? 


close დახურვა