პარტია მოქალაქეების ერთ-ერთმა ლიდერმა ალეკო ელისაშვილმა განაცხადა, რომ შემოდგომის არჩევნებზე მათ პარტია თბილისის მერობის კანდიდატი არ ეყოლებათ და არც დასახელებულ კანდიდატებს დაუჭერენ მხარს.
"დიდი ხნის მსჯელობის შემდეგ გადავწყვიტე და საბოლოოდ ჩამოვყალიბდით, რომ პარტია მოქალაქეებს თვითმმართველობის არჩევნებზე თბილისის მერობის კანდიდატი არ გვეყოლება. განიხილებოდა ჩემი კანდიდატურა და მე უარი ვთქვი და სხვებმაც გაიზიარეს ეს პოზიცია. ჩემი მხრიდან ახლა მერობის კანდიდატად დადგომა დიდი უპასუხისმგებლობა იქნება.
ჯერჯერობით ვინც არის დასახელებული, არცერთს არ ვუჭერთ მხარსრა თქმა უნდა, კალაძეს ჩვენგან არანაირი მხარდაჭერა არ ექნება, ასევე არ ექნება ჩვენი მხარდაჭერა ნიკა მელიას და ელენე ხოშტარიას", - ამბობს ელისაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას.
თბილისის მერობისთვის ოპოზიციიდან ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარე ნიკა მელია იბრძოლებს. მოძრაობა დროას ლიდერი, ელენე ხოშტარია - თბილისის საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატად დასახელდა. ამასთან, გირჩი - მეტი თავისუფლება ვიცე-მერობის კანდიდატს წარადგენს.
თვითმმართველობის არჩევნებისთვის საერთო კანდიდატებზე ნაციონალური მოძრაობა, ევროპული საქართველო, გირჩი -მეტი თავისუფლება და მოძრაობა დროა შეთანხმდნენ.
მმართველი პარტიიდან თბილისის მერობისთვის მოქმედი მერი, კახა კალაძე იბრძოლებს.
საქართველოში თვითმმართველობის არჩევნები 2 ოქტომბერს გაიმართება.