logo
ENG



ელისაშვილი: ჩვენი პარტია მზადაა, დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ

17 ნოე 202013:44
3 წუთის საკითხავი
 
2020/11/17/7x6rmvjhxoa02rm.png

პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი აცხადებს რომ მისი პარტია მზადაა, ირაკლი კობახიძესთან ერთად დებატებში მიიღოს მონაწილეობა. 

"რამდენიმე წელიწადია ოცნება უარს ამბობს დებატებზე. არჩევნების წინაც კი გაექცნენ დებატებს. ახლა გაყოყოჩებულა კობახიძე და აბდუშაჰილივით დოინჯშემოყრილი დადის თურმე - დამიჯდნენ დებატებშიო. აგერ ვართ ჩვენი პარტია მოქალაქეები და ნებისმიერი ჩვენგანი მზადაა დაუჯდეს კობახიძეს და აჩვენოს, რა გაყალბდა და როგორ", - აცხადებს ალეკო ელისაშვილი. 

გუშინ, 16 ნოემბერს ქართული ოცნების აღმასრულებელმა მდივანმა, ირაკლი კობახიძემ ოპოზიცია დებატებში მიიწვია. ეს ინიციატივა მან რუსთავი 2-ზე, გადაცემა "ღამის კურიერის" წამყვანებს გააცნო და შესაბამისი ფორმატი შესთავაზა. კობახიძის თქმით, იგი ოპონენტებს დებატებში დაარწმუნებს, რომ საარჩევნო დარღვევები "სპეკულაციებია". 

"გთავაზობთ რომ შევქნათ ფორმატი, სადაც ჩვენ დაგვიპირისპირდებიან ამ პარტიის წარმომადგენლები და გარწმუნებთ, რომ დამტკიცდება ყველა მათი მანიპულაცია და სპეკულაცია", - თქვა ირაკლი კობახიძემ.

 


close დახურვა