logo
ENG



ელისაშვილი:ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, იზორია საჯარო სივრცეში თავს ვერ გამოყოფდა

28 იან 202014:43
3 წუთის საკითხავი
 
ue3e9pdnb2ik0z6.jpg

ოპოზიციაში თავდაცვის ყოფილი მინისტრს ლევან იზორიას კორუფციაში ადანაშაულებენ და ამბობენ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრის გარშემო განვითარებული მოვლენები მმართველ გუნდში არსებული კლანური გამოძახილია. ხელისუფლების ოპონენტების თქმით, მმართველ გუნდში ტენდენცია გამოიკვეთა, რომ გუნდიდან დამსახურებულად წასულებს, ან უკან აბრუნებენ, ან დამსახურებულ ადგილს უძებნიან.

როგორც „სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელი ალეკო ელისაშვილი აცხადებს, აქ საუბარია ბიძინა ივანიშვილზე და არა ლევან იზორიაზე.

„დანიშნეს დაზვერვის სამსახურში, შეისეირნა მერე ისევ გაისეირნა გერმანიაში. ჩვენ რომ ნორმალური ქვეყანა ვიყოთ, ლევან იზორია საჯარო სივრცეში თავს ვერ გამოყოფდა. აქ იზორიაზე ხომ არ არის საუბარი, საუბარია ივანიშვილზე, რომელიც ყოველ ჯერზე აბუჩად იგდებს საქართველოს სახელმწიფო ინსტიტუტებს“, - განაცხადა ელისაშვილმა.

„გირჩის“ თავმჯდომარე იაგო ხვიჩია კი აცხადებს, რომ ქვეყანაში ყველაფერი ფორმალურად ხდება.

„არ ვიცი რა დავალება აქვს იზორიას. რისთვის გვჭირდება გერმანიაში ელჩი, რა უნდა აკეთოს, რას უნდა მივაღწიოთ გერმანიის მთავრობასთან, არ ვიცი. როცა ეს გვეცოდინება, შეიძლება ვნახოთ ვინ არის იზორია და რა შეუძლია. ამ ქვეყანაში ყველაფერი ხდება ფორმალურად. შეიძლება „დაკრიშვა“ პრობლემაა, მაგრამ ბევრად უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ადამიანს „ნარუშნიკს“ დაადებ, მანქანაში ჩასვამ და ამას მაღალი თანამდებობის პირი, მერე მინისტრი იზორია ისე ატარებს, თითქოს არაფერი ხდება ქვეყანაში“, - განაცხადა ხვიჩიამ.

შეგახსენებთ, რომ თავდაცვის ყოფილი მინისტრი ლევან იზორია დაზვერვის სამსახურს აღარ უხელმძღვანელებს. ყოფილი მაღალჩინოსანი გერმანიაში ელჩად ინიშნება. იზორია თანამდებობის დატოვებას მისი ძმის ინციდენტს არ უკავშირებს და აცხადებს, რომ მან ეს გადაწყვეტილება ჯერ კიდევ დეკემბერში მიიღო. თუმცა, ამავდროულად, თავდაცვის ყოფილი მინისტრი მზადაა, რომ გამოძიებასთან ითანამშრომლოს და გამოკითხვაში მიიღოს მონაწილეობა.

რაც შეეხება იზორიას ძმის საქმეს, ტელეკომპანია "მთავარმა არხმა" 23 იანვარს გაავრცელა ვიდეო, რომელშიც ჩანს, როგორ აკავებს პოლიციელი თავდაცვის ყოფილი მინისტრის, ლევან იზორიას ძმას. ამავე კადრებიდან ირკვევა ის გარემოებაც, რომ კიტა იზორიას მოგვიანებით "ჩარევის" შედეგად ათავისუფლებენ.

აღნიშნული კადრები მათ პოლიციის მაიორმა გიორგი დვალიშვილმა მიაწოდა, რომელიც აცხადებს, რომ ვიდეოში აღბეჭდილი ფაქტის შემდეგ მასზე ზეწოლა დაიწყო.


close დახურვა