გორში ალეკო ელისაშვილის შეხვედრა დაპირისპირებაში გადაიზარდა. „რესპუბლიკური პარტიის" ადგილობრივი ორგანიზაციის წევრის, ლექსო ვალიაურის თქმით, დაპირისპირებაში ადგილობრივი მერიის ააიპ-ებისა და სსიპ-ების თანამშრომლები, ასევე „ქართული ოცნების" აგიტატორები მონაწილეობდნენ.
„მე იცი რატომ ვდგავარ ქუჩაში? რომ არც "ნაციონალები" იყვნენ ერთპიროვნულად ხელისუფლებაში და არც „ქართული ოცნება“. პროპორციული არჩევნები ნიშნავს მაგას. მე საქართველოსთვის ვდგავარ იქ. საქართველოს რომ წესიერი მომავალი ჰქონდეს. წამოდი და დამიდექი გვერდზე. შენ თუ იმის გჯერა, რომ ივანიშვილი ბერაიამ გადააგდო, რაზე გელაპარაკო“, - განუცხადა ალეკო ელისაშვილმა ადგილობრივს.
შეგახსენებთ, რომ ალეკო ელისაშვილი კამპანია „ამხილე ფეოდალი მაჟორიტარის“ ფარგლებში გორში ჩავიდა, რათა ადგილობრივებთან დეპუტატ მაკრახიძის კორუფციული სქემების შესახებ ესაუბრა.