logo
ENG



ელისაშვილი კონგრესმენების წერილზე: თუ რამის ეშინია ივანიშვილს, ეს ამერიკის მუქარაა

17 დეკ 201907:37
3 წუთის საკითხავი
 
1jp1968m1b9o7px.jpg

შეუსრულებელი პირობა და ძალის გამოყენება მშვიდობიან მოქალაქეებზე - ამერიკელი კონგრესმენები საქართველოს პრემიერს, გიორგი გახარიას ღია წერილს უგზავნიან. ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი საქართველოს მთავრობას აკრიტიკებენ. კონგრესმენები შოკირებული არიან პროპორციული საარჩევნო სისტემის კანონპროექტის ჩაგდების გამო და იმედს გამოთქვამენ, რომ  მხარეები კონსესუსს მიაღწევენ. საქართველოს მხარდამჭერი ჯგუფის თავმჯდომარეები მიიჩნევენ რომ სახელმწიფომ ხალხთან ერთად საერთაშორისო მეგობრებსაც უღალატა. 

„ვიყავით შოკირებულები, როდესაც საქართველოს პარლამენტში პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის ირგვლივ დაპირებული რეფორმების კოლაფსის შესახებ შევიტყვეთ. წლების განმავლობაში საქართველო ევროკავშირთან და ვენეციის კომისიასთან ერთად ამ რეფორმებზე მუშაობს. ეს დაპირება არამხოლოდ საერთაშორისო თანამეგობრობის, არამედ ქართველი ხალხის წინაშე გაიცა. ვიმედოვნებთ, რომ ქართველი მაღალჩინოსნები დაუყოვნებლივ განაახლებენ მოლაპარაკებებს და სისრულეში მოიყვანენ მნიშვნელოვან რეფორმათა პაკეტს", - ნათქვამია წერილში. ამერიკის კონგრესი  შემაძრწუნებელს უწოდებს დემონსტრატების, ჟურნალისტებისა და ოპოზიციური ძალების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან გამოყენებულ ძალას. წერილი ადამ კინზინგერმა საკუთარი ტვიტერის ანგარიშზე გამოაქვეყნა.

კონგრესმენების წერილს ეხმაურებიან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები. როგორც ჟურნალისტებთან საუბრისას „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა გრიგოლ ვაშაძემ განაცხადა, საქართველოს მოკავშირეები არავის მისცემენ უფლებას, ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას საფრთხე შეექმნას.

„იმდენი დრო, კაპიტალი, სისხლი და ცრემლები აქვს ჩვენს მოკავშირეებს ჩაყრილი საქართველოს სახელმწიფოებრიობის განმტკიცებაში, რომ უკაცრავად და არც ოცნებას, არც გახარიას და არც რომელიმე პოლიტიკურ ფიგურას მისცემენ იმის საშუალებას, რომ საქართველოს მოქალაქეს მოპაროს მრავალი წლის ოცნება - გვქონდეს ნორმალური დემოკრატიული, დასავლური სტანდარტების მქონე სახელმწიფო“, - განაცხადა ვაშაძემ.

„ევროპული საქართველოს“ წევრის სერგი კაპანაძის განცხადებით კი, კონგრესმენები საარჩევნო სისტემის შეცვლის ირგვლივ არსებულ ვითრებასთან დაკავშირებით შეძრწუნებულები არიან.

„კონგრესმენები ამბობენ, რომ შოკირებული არიან, რადგან პროპორციულ არჩევნებთან დაკავშირებით მოხდა სიტყვის უკან წაღება. მთავრობას მოუწოდებენ დაუყოვნებლივ დაუბრუნდნენ მაგიდას და ეს საარჩევნო რეფორმა იყოს გატარებული. გარდა ამისა, შეძრწუნებული არიან იმით, რომ ამდენი ადამიანი დაშავდა მთავრობის ინსპირირებული ძალადობის შედეგად“, - განაცხადა კაპანაძემ. 

„სამოქალაქო მოძრაობის“ დამფუძნებელ ალეკო ელისაშვილს მიაჩნია, რომ თუ რამის ეშინია ბიძინა ივანიშვილს, ეს ამერიკის შეერთებული შტატების მუქარაა.

„თუ რამის ეშინია ივანიშვილს, ეს არის შეერთებული შტატების მუქარა. იქ პირდაპირ არის ნათქვამი, რომ ყურებს დაგაგლიჯავთ ჭკვიანად თუ არ იქნებით. როდესაც ვაშინგტონში ჩადიხარ და ადამიანს ეუბნები, რომ საარჩევნო რეფორმას ჩაატარებ და მერე გადააგდებ, ასეთი რამეები არ ხდება“, - აცხადებს ელისაშვილი.

შეგახსენებთ, რომ ამერიკელი კონგრესმენები ადამ კინზინგერი და ჯერალდ კონოლი გიორგი გახარიას წერილს უგზავნიან ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და აკრიტიკებენ ქართულ მთავრობას პირობების შეუსრულებლობისა და ძალის გამოყენების გამო. როგორც წერილში ვკითხულობთ, ამერიკელი კონგრესმენები შეშფოთებას გამოთქვამენ ბოლო დროს განვითარებული მოვლენების შესახებ და შოკირებულნი არიან პროპორციული სისტემის შესახებ კანონპროექტის ჩავარდნით. 

 

მმართველმა გუნდმა არ შეასრულა დაპირება და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტი ჩააგდორის შემდეგაც ოპოზიციურმა პარტიებმადა სამოქალაქო აქტივისტებმა დაიწყეს აქციები ერთადერთი მოთხოვნით - 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს პროპორციული საარჩევნო სისტემითხელისუფლებისწამომადგენლები აცხადებენრომ არჩევნები პროპორციული სისტემით არ ჩატარდება და საკითხი განხილვას არ ექვემდებარებაამავდროულადოცნებისმაჟორიტარი დეპუტატები გამოვიდნენ ინიციატივით, რომ შეიცვალოს საარჩევნო სისტემა და ის სრულად მაჟორიტარულზე გადავიდეს

დიპლომატიური კორპუსის შუამდგომლობით ხელისუფლებისა და ოპოზიციის წარმოამდგენლების შორის უკვე რამოდენიმე შეხვედრა გაიმართაშეხვედრაზე მმართველმა გუნდმა საკუთარი პოზიცია კიდევ ერთხელ დააფიქსირარომ მათთვის მისაღები არც .გერმანული მოდელია და ის კონსტიტუციას არ შეესაბამება.

მესამე შეხვედრაზე ოპოზიციამ ხელისუფლებას მრავალმანდატიან საარჩევნო ოლქებზე მსჯელობა შესთავაზა, რაზეც მმართველმა გუნდმა შიდა კონსულტაციებისთვის ვადა კვირის ბოლომდე ითხოვა.

 

 


close დახურვა